Android

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდროიდის ლოგო

ანდროიდი (ინგლ. Android) — ლინუქსზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს სმარტფონებსა და პლანშეტურ კომპიუტერებზე. შეიქმნა გუგლის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო 2005 წელს ის თავად გუგლმა შეისყიდა. ანდროიდის სისტემაზე მომუშავე პირველი ტელეფონი იყო HTC Dream, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა გაყიდვაში. დღეს ანდროიდის ყველა აპლიკაცია თავმოყრილია Google play-ზე. 2012 წელს აპლიკაციების რაოდენობა 700000 იყო, ხოლო გადმოწერების რაოდენობამ კი 25 მილიარდს მიაღწია. დღეისათვის ანდროიდი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემაა მთელ მსოფლიოში. 2012 წელს მისი საბაზრო წილი 75% იყო. დღეს ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ელექტრო მოწყობილობებს ქმნის რამდენიმე ცნობილი კომპანია: HTC, სამსუნგი, Google Nexus, სონი და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Android&oldid=2441173“-დან