Android
Android — ლინუქსზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს სმარტფონებსა და პლანშეტურ კომპიუტერებზე. შეიქმნა გუგლის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო 2005 წელს ის თავად გუგლმა შეისყიდა.[1] ანდროიდის სისტემაზე მომუშავე პირველი ტელეფონი იყო HTC Dream, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა გაყიდვაში.[2] დღეს ანდროიდის ყველა აპლიკაცია თავმოყრილია Google Play-ზე. 2012 წელს აპლიკაციების რაოდენობა 700000 იყო, ხოლო გადმოწერების რაოდენობამ კი 25 მილიარდს მიაღწია. დღეისათვის ანდროიდი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემაა მთელ მსოფლიოში. 2012 წელს მისი საბაზრო წილი 75% იყო. დღეს ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ელექტრო მოწყობილობებს ქმნის რამდენიმე ცნობილი კომპანია: HTC, სამსუნგი, Google Nexus, სონი და ა.შ.
ისტორია
კორპორაცია „ანდროიდი“ დაარსდა 2003 წელს, კალიფორნიის შტატში და მისი დამფუძნებლები იყვნენ ენდი რუბინი[3], რიჩ მინერი[4], ნიკ სირსი[5] და კრის უაიტი[1]. რუბინის სიტყვებით, მათ მიზანი იყო „ჭკვიანი მობილური მოწყობილობების შექმნა, რომელსაც ეცოდინებოდა მისი მფლობელის ადგილმდებარეობა და კონფიგურაციები“[1].
თავდაპირველად, კომპანია ცდილობდა განევითარებინა ოპერაციული სისტემა ციფრული კამერებისათვის, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ბაზარი საკმაოდ დიდი არ იყო და სმარტფონის ოპერაციული სისტემის შექმნაზე გადაერთვნენ. კორპორაცია შეეცადა შეექმნა Symbian-ისა და Windows Mobile-ის კონკურენტი სისტემა[6].
„ანდროიდი“ საიდუმლოდ მუშაობდა; მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ კორპორაცია მობილური ტელეფონებისადმი განკუთვნილ პროგრამას აწყობდა[1].
2005 წლის 17 აგვისტოს Google-მა კორპორაცია „ანდროიდი“ შეიძინა, მისი დამფუძნებლები კი კომპანიის სათავეში დატოვა[1]. ამ დროისათვის, კორპორაციაზე ბევრი რამ უცნობი იყო, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ Google ამ ნაბიჯით მობილური ტელეფონების ბაზარზე შესვლას ცდილობდა[1].
გამოყენებადობა
2012 წლის მაისის მონაცემებით, ანდროიდი ყველაზე პოპულარული მობილური ოპერაციული სისტემაა; არის ბაზრის ლიდერი ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის აშშ-ში.
2013 წლის სექტემბრისათვის, დაახლოებით 1 მილიარდი ერთეული ანდროიდზე მომუშავე მოწყობილობა იყო აქტივირებული[7].
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Android“ ვიკისაწყობში.
- ანდროიდის ოფიციალური საიტი
- Google Play
- Android თამაშები
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Elgin, Ben. (17 აგვისტო, 2005) Google Buys Android for Its Mobile Arsenal. Bloomberg Businessweek. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი, 2011. ციტატა: „In what could be a key move in its nascent wireless strategy, Google (GOOG) has quietly acquired startup Android, Inc., ...“
- ↑ Mark Wilson. (23 სექტემბერი, 2008) T-Mobile G1: Full Details of the HTC Dream Android Phone. gizmodo.com.
- ↑ Markoff, John (4 ნოემბერი, 2007). „I, Robot: The Man Behind the Google Phone“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2012-02-15. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Kirsner, Scott (2 სექტემბერი , 2007). „Introducing the Google Phone“. The Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 4, 2010. ციტირების თარიღი: 2012-02-15. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Vogelstein, Fred (აპრილი 2011). „How the Android Ecosystem Threatens the iPhone“. Wired.
- ↑ Chris Welch. (16 აპრილი, 2013) Before it took over smartphones, Android was originally destined for cameras. The Verge.
- ↑ Vic Gundotra - Google+ - Just back from a whirlwind trip to Asia visiting our…. Plus.google.com.
|