Android

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Android

შემქმნელი Rich Miner, Andrew Rubin, Google, Open Handset Alliance
ოპერაციული
სისტემის ოჯახი
Unix-like
წყაროს მოდელი ღია წყარო[1]
უახლესი ნიმუში Android "O" Developer Preview 4 / 24 ივლისი, 2017[2]
ხელმისაწვდომი ენები 100+
ბირთვის ტიპი მონოლითური (მოდიფიცირებული Linux-ის ბირთვი)
ლიცენზია Apache License 2.0
მოდიფიცირებული Linux-ის ბირთვი GNU GPL v2-ზე[3]
ოფიციალური საიტი android.com

Androidლინუქსზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს სმარტფონებზე, ტელევიზორებზე, საათებზე, მანქანებზე და პლანშეტურ კომპიუტერებზე. შეიქმნა გუგლის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო 2005 წელს ის თავად გუგლმა შეისყიდა.[4] ანდროიდის სისტემაზე მომუშავე პირველი ტელეფონი იყო HTC Dream, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა გაყიდვაში.[5] დღეს ანდროიდის ყველა აპლიკაცია თავმოყრილია Google Play-ზე. 2012 წელს აპლიკაციების რაოდენობა 700000 იყო, ხოლო გადმოწერების რაოდენობამ კი 25 მილიარდს მიაღწია. დღეისათვის ანდროიდი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემაა მთელ მსოფლიოში. 2012 წელს მისი საბაზრო წილი 75% იყო. დღეს ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ელექტრო მოწყობილობებს ქმნის რამდენიმე ცნობილი კომპანია: HTC, სამსუნგი, Google Nexus, სონი, ჰუავეი და ა.შ.

ისტორია

კორპორაცია „ანდროიდი“ დაარსდა 2003 წელს, კალიფორნიის შტატში და მისი დამფუძნებლები იყვნენ ენდი რუბინი[6], რიჩ მინერი[7], ნიკ სირსი[8] და კრის უაიტი[4]. რუბინის სიტყვებით, მათ მიზანი იყო „ჭკვიანი მობილური მოწყობილობების შექმნა, რომელსაც ეცოდინებოდა მისი მფლობელის ადგილმდებარეობა და კონფიგურაციები“[4].

თავდაპირველად, კომპანია ცდილობდა განევითარებინა ოპერაციული სისტემა ციფრული კამერებისათვის, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ბაზარი საკმაოდ დიდი არ იყო და სმარტფონის ოპერაციული სისტემის შექმნაზე გადაერთვნენ. კორპორაცია შეეცადა შეექმნა Symbian-ისა და Windows Mobile-ის კონკურენტი სისტემა[9].

„ანდროიდი“ საიდუმლოდ მუშაობდა; მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ კორპორაცია მობილური ტელეფონებისადმი განკუთვნილ პროგრამას აწყობდა[4].

2005 წლის 17 აგვისტოს Google-მა კორპორაცია „ანდროიდი“ შეიძინა, მისი დამფუძნებლები კი კომპანიის სათავეში დატოვა[4]. ამ დროისათვის, კორპორაციაზე ბევრი რამ უცნობი იყო, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ Google ამ ნაბიჯით მობილური ტელეფონების ბაზარზე შესვლას ცდილობდა[4].

გამოყენებადობა

2012 წლის მაისის მონაცემებით, ანდროიდი ყველაზე პოპულარული მობილური ოპერაციული სისტემაა; არის ბაზრის ლიდერი ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის აშშ-ში.

2013 წლის სექტემბრისათვის, დაახლოებით 1 მილიარდი ერთეული ანდროიდზე მომუშავე მოწყობილობა იყო აქტივირებული[10].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. The Android Source Code: Governance Philosophy (December 17, 2014).
  2. https://en.m.wikipedia.org/wiki/Android_O
  3. Licenses. Android Open Source Project.. Open Handset Alliance. ციტატა:The preferred license for the Android Open Source Project is the Apache Software License, 2.0. ... Why Apache Software License? ... For userspace (that is, non-kernel) software, we do in fact prefer ASL2.0 (and similar licenses like BSD, MIT, etc.) over other licenses such as LGPL. Android is about freedom and choice. The purpose of Android is promote openness in the mobile world, but we don't believe it's possible to predict or dictate all the uses to which people will want to put our software. So, while we encourage everyone to make devices that are open and modifiable, we don't believe it is our place to force them to do so. Using LGPL libraries would often force them to do so.ციტირების თარიღი: September 9, 2012.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Elgin, Ben. (17 აგვისტო, 2005) Google Buys Android for Its Mobile Arsenal. Bloomberg Businessweek. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი, 2011. ციტატა: „In what could be a key move in its nascent wireless strategy, Google (GOOG) has quietly acquired startup Android, Inc., ...“
  5. Mark Wilson. (23 სექტემბერი, 2008) T-Mobile G1: Full Details of the HTC Dream Android Phone. gizmodo.com.
  6. Markoff, John (4 ნოემბერი, 2007). „I, Robot: The Man Behind the Google Phone“. The New York Times. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. Kirsner, Scott (2 სექტემბერი , 2007). „Introducing the Google Phone“. The Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  8. Vogelstein, Fred (აპრილი 2011). „How the Android Ecosystem Threatens the iPhone“. Wired.
  9. Chris Welch. (16 აპრილი, 2013) Before it took over smartphones, Android was originally destined for cameras. The Verge.
  10. Vic Gundotra - Google+ - Just back from a whirlwind trip to Asia visiting our…. Plus.google.com.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Android&oldid=3351869“-დან